ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეები კოლეჯის სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
16-03-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა მოეწყო, რომლის ფარგლებშიც მარნეულში არსებულ კოლეჯს - „მოდუსს“ ეწვივნენ.

კოლეჯ „მოდუსში“ სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება. მოსწავლეებმა კოლეჯის სასწავლო და პრაქტიკული სწავლების აუდიტორიები დაათვალიერეს; პროფესიული პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს; შეხვედრის დროს საუბარი ასევე, შეეხო იმ პროგრამებს, რომელსაც კოლეჯი უახლოეს პერიოდში დაამატებს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრები, რეგიონში პროფესიული განათლების და პროფესიული პროგრამების შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203