წითელსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კოლეჯში საინფორმაციო ტური მოეწყო
16-03-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, მოსწავლეები მარნეულში კოლეჯ - „მოდუსს“, ეწვივნენ. მარნეულის N5 და წითელსოფლის საჯარო სკოლების: მე-8, მე-9, მე-10 კლასი მოსწავლეებმა კოლეჯის სასწავლო და პრაქტიკული სწავლების აუდიტორიები დაათვალიერეს; ასევე, პროფესიული პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც კოლეჯი „მოდუსი“ მარნეულში ახორციელებს, საუბარი ასევე, შეეხო იმ პროგრამებს, რომელსაც კოლეჯი „მოდუსი“ უახლოეს პერიოდში დაიმატებს.

შეხვედრას მარნეულში, კოლეჯი „მოდუსის“ ადმინისტრაციის მენეჯერი მამედ მირზაევი და სასწავლო პროცესის მენეჯერი ქეთევან გურგენიშვილი უძღვებოდნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203