საყუნეთის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა
16-03-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა. 

კუთხე ქალთა კვირეულის ფარგლებში მოეწყო. გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით, სკოლის ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა, რომელთა ძირითადი თემა თანასწორობა, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებებია. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები წიგნების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, სწორედ ასეთია მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ბარბაქაძეც, რომელმაც სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია.

თანასწორობის კუთხის გახსნაში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე მონაწილეობდნენ. ისინი მოსწავლეებს გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203