მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული განათლების და პროფესიული პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, მარნეულის კოლეჯ „მოდუსში“ იმყოფებოდნენ.
სადახლოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად კოლეჯმა ასევე დამიაგიორარხის საჯარო სკოლის ბავშვებსაც უმასპინძლა.
სკოლის მოსწავლეებმა კოლეჯის სასწავლო და პრაქტიკული სწავლების აუდიტორიები დაათვალიერეს და პროფესიული პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც კოლეჯი „მოდუსი“ მარნეულში ახორციელებს; შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო იმ პროგრამებს, რომელსაც კოლეჯი „მოდუსი“ უახლოეს პერიოდში დაამატებს.
სკოლის მოსწავლეებმა, ასევე შეავსეს ინტერესების საკვლევი კითხვარი, რომლის მონაცემებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ დამუშავდება და კოლეჯი, ახალი პროგრამების დამატების პროცესში გაითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებს, თუ რომელი პროფესიის შესწავლას ისურვებნენ.