დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა
16-03-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.

სკოლაში დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული ნივთები შეგროვდა. ჰუმანიტარულ აქციაში სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ჩაერთნენ. 

სკოლის დირექცია თითოეულ მათგანს ერთსულოვნებისთვის მადლობას უხდის. 

„მადლობა ჩვენი სკოლის თვითეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს ერთსულოვნებისათვის, თანადგომისათვის, სიკეთისა და სიყვარულისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203