იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის განსაკუთრებული მილოცვა ქალბატონებს
16-03-2022
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან და ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

ამჯერად, სკოლის დირექციამ ქალბატონებს ქალთა სართაშორისო დღე განსაკუთრებულად მიულოცა.

„8 მარტს გილოცავთ ქალბატონებო! სიკეთის, სიყვარულის, სიცოცხლის, მომავლის იმედი თითოეული მამაკაცისთვის და სამყაროსთვის - ქალია! თქვენ გულს - სიყვარული და სახეს - ღიმილი ნუ მოაკლოს უფალმა! გილოცავთ!“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტი ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეა. ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203