გურჯაანის მუნიციპალიტეტის კარდენახის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება და სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი ენთუზიაზმით მონაწილეობს.
ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით აქცია - „გაამრავალფეროვნე და მოუარე შენი სკოლის რეკრეაციულ ზონას“ გამოცხადდა.
პროცესში სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან (ეკოკლუბის წევრები) ერთად თემი წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ კარდენახის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები საგაზაფხულო აქციაში მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო სკოლების თანატოლებსაც იწვევენ.