დღეს უკრაინაში ომია... რუსული რეჟიმი არავის ზოგავს, მათ შორისაა მშვიდობიანი მოსახლეობა... ბავშვები... და შეუძლებელია ამ სისასტიკის მიმართ ვინმე გულგრილი დარჩეს.
უკრაინასა და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს საქართველოც. საოცარი მუხტია სკოლებში - პედაგოგები შეძლებისდაგვარად ამხნევებენ კოლეგებს, აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ამით გმირობის კიდევ ერთ მაგალითს აძლევენ საკუთარ მოსწავლეებს.
ზოგადად, მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს.
აქციაში ჩართულია როგორც საჯარო მოხელეები, ასევე სკოლები; ადგილობრივი მოსახლეობა, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, აგროვებს საკვებ პროდუქტს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ ნივთებს...
უკრაინელი ხალხის გვერდითაა ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლა - მოსწავლეები და პედაგოგები შეუერთდნენ ჰუანიტარულ მისიას; ისინი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობენ, გვერდით დაუდგნენ უკრაინას.