„სიკეთე გადამდებია, სიკეთე გადაგვარჩენს!“-ვაკიჯვრის საჯარო სკოლის თანადგომა უკრაინელ ხალხს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად და თანადგომის ნიშნად სასკოლო საზოგადოებამ ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვა. ასევე, მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა მხარდასაჭერი აქტივობა, ბავშვებმა უკრაინელებისადმი სოლიდარობის გამომხატველი პლაკატები შექმნეს და კეთილი სურვილები გაუგზავნეს თანატოლებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი ანეტა გედევანოვი სპეციალურ წერილს ავრცელებს:
„სოლიდარობა უკრაინელ ხალხს! მადლობა სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს - ერთსულოვნებისთვის, სიყვარულისთვის, თანადგომისთვის. სიკეთე გადამდებია, სიკეთე გადაგვარჩენს! არა ომს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: