წირქვალის საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ღონისძიებები ჩატარდა
16-03-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. სოლიდარობის გამოსახატად მოეწყო მსვლელობა, სადაც მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
„ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები და პლაკატები, რომლებშიც ნათლად ჩანდა რუსეთის აგრესიული ქმედება უკრაინის მიმართ. ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა პრეზენტაციის სახით ისტორიული მოვლენები წარმოადგინეს, რომელშიც ნათლად იყო გამოკვეთილი შექმნილი მდგომარეობისა და ისტორიული წარსულის ლოგიკური კავშირი. მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა თავიანთი ინიციატივით მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო ღონისძიებაში. შეგროვებული თანხა კი უკრაინის დახმარების ფონდში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის