ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა
16-03-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში ასოციაცია „ჰერა ოცდაერთის“ აქტივისტმა, თბილისის ახალგაზრდული ჯგუფის წევრმა ნათია ლაბაძემ შეხვედრა გამართა. 

ნათია ლაბაძემ შეხვედრაზე ისაუბრა ორგანიზაციის მიზნების, მისიის, პროგრამებისა და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. 

მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს ითანამშრომლონ ასოციაციასთან, სკოლაში ორგანიზაცია გაუწიონ და განახორციელონ აქტივობები, რომლებიც გენდერული თანასწორობის საკითხებზე მათი ცნობიერების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203