„ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ“ - უკრაინელ თანატოლებს ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამხნევებენ
16-03-2022
დღეს უკრაინაში ომია... რუსული რეჟიმი არავის ზოგავს, მათ შორისაა მშვიდობიანი მოსახლეობა... ბავშვები... და შეუძლებელია ამ სისასტიკის მიმართ ვინმე გულგრილი დარჩეს.
უკრაინასა და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს საქართველოც. საოცარი მუხტია სკოლებში - პედაგოგები შეძლებისდაგვარად ამხნევებენ კოლეგებს, აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ამით გმირობის კიდევ ერთ მაგალითს აძლევენ საკუთარ მოსწავლეებს.
უკრაინელი ხალხის გვერდითაა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ზედა განთიადის საჯარო სკოლა; დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელთან, მაია ცხადაძესთან ერთად, უკრაინელ თანატოლებს ვიდეომიმართვა მიუძღვნეს.
„ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ" - ასე ანუგეშებენ ომის ქარცეცხლში გახვეულ უკრაინელ ბავშვებს ზედა განთიადის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები და ესაა მკვეთრი გზავნილი - მსოფლიოში არც ერთ ბავშვს არ უნდა ომი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის