ვანის N1 საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. სკოლაში მეგობარი ერის დასახმარებლად 60 შეკვრა სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა. მათ შორის იყო სურსათი, მედიკამენტები, ტანსაცმელი და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები.
სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე აქტივობაში ჩართულ ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს მადლობას უხდის.
„მშვიდობიან მსოფლიოში გისურვებთ ცხოვრებას“,- წერს სკოლის დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: