სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლეგენდარული ლოტბარის, ძუკუ ლოლუას სახელობის აფხაზური ფოლკლორის შემსწავლელი კაბინეტი გაიხსნება
02-03-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5 მარტს ხალხური მომღერლის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერების ცნობილი შემკრების - ანზორ ერქომაიშვილის ხელშეწყობით, ლეგენდარული ლოტბარის, ძუკუ ლოლუას სახელობის აფხაზური ფოლკლორის შემსწავლელი კაბინეტი გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ თავისი მოღვაწეობის მანძილზე, ძუკუ ლოლუამ დაამუშავა და მომღერალი გუნდების რეპერტუარში დაამკვიდრა 100-ზე მეტი აფხაზური, მეგრული და სხვა კუთხის სიმღერა. მან დაგვიტოვა მრავალი ჩანაწერი, სადაც თავისი პუბლიცისტური ნიჭი გამოაჩინა. თავის ნაწერებში იგი იცავს ქართული ჰანგის თვითმყოფადობას, ქართული გალობის სამხმოვანებას, საკომპოზიტორო ხელოვნების „ორეულად“ მიიჩნევს ხალხურ მუსიკას.
ძუკუ ლოლუა სიცოცხლის ბოლო წლებში ცდილობდა, ორგანიზება გაეკეთებინა ქართული მომღერლებისა და კომპოზიტორების კონფერენციისათვის, სადაც ქართული სიმღერის პრობლემებზე იმსჯელებდნენ. მას სამართლიანად უწოდებენ „მეგრული სიმღერის პატრიარქს“.
ღონისძიებაზე აფხაზური ფოლკლორის შემსწავლელი კაბინეტის გახსნასთან ერთად, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება, ხოლო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „სნო“ თავისი რეპერტუარიდან რამდენიმე აფხაზურ სიმღერას შეასრულებს.
ასევე წარმოდგენილი იქნება მოძიებული და აღდგენილი ძველი აფხაზური ჩანაწერები CD და DVD დისკების სახით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია