კოთელიის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის, სალომე აჩელაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო
16-03-2022
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში დედის დღეს აქტივობა მიეძღვნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის, სალომე აჩელაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო. 

მოსწაველემ თავისი მრავალფეროვანი ნახატები გამოფინა, რამაც მნახველთა დიდი ყურადღება და აღფრთოვანება გამოიწვია. მისი ნამუშევრები სხვადასხვა თემატიკისაა და თითოეული მათგანი დიდი მინდომებითაა შესრულებული. ისინი მნახველს ჯადოსნურ სამყაროს უშლიან თვალწინ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203