რუფოთის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ
16-03-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხისადმი თანადგომის გამოსახატად ვიდეორგოლი ჩაწერეს. ასევე, შექმნეს უკრაინის დროშები.
სასკოლო საზოგადოებას გულთან ახლოს მიაქვს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები და მსგავსი აქტივობებით ამხნევებენ უკრაინელ ხალხსა და თანატოლებს.