ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, ბარბარე ღამბარაშვილმა, იოანე ჩხიკვაძემ და საბა მიხანაშვილმა
izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები დაიმსახურეს. ბარბარე ღამბარაშვილმა და იოანე ჩხიკვაძემ ოქროს დიპლომები მოიპოვეს, საბა მიხანაშვილმა კი - ვერცხლის.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.