„თითოეულ სკოლას დააკლდება“-განთიადის საჯარო სკოლა აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
16-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეა ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეა ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. ის ბათუმს და თითოეულ სკოლას დააკლდება. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ნათესავებს და მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
თეა ვადაჭკორია 15 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ თეა ვადაჭკორია აჭარის განათლების სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის