
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
„არა ომს! მშვიდობა უკრაინას! მშვიდობა მსოფლიოს!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
მოსწავლეებმა პოზიცია მხარდამჭერი პლაკატებითა და დროშებით ხელში დააფიქსირეს და უკრაინის მოქალაქეებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.
მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.
„ბავშვები მშვიდობიან ქვეყანაში უნდა ცხოვრობდნენ“,- აღნიშნავენ ისინი.
იხილეთ ფოტოები: