გოდოგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ინგლისურენოვანი ვიდეორგოლი ჩაწერეს
16-03-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა. 

სკოლის მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ინგლისურ ენაზე ისაუბრეს, მათ ვიდეო ჩაწერეს და საზოგადოებას გააცნეს. 

ვიდეოში თითოეული მოსწავლე ამ დღის შესახებ საუბრობს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ინგლისურ ენაზე კარგად საუბრობენ და ამ აქტივობაშიც დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203