
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჰიგიენის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა - ინნა ხელაიამ და ლიზი ქაჯაიამ მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს.
მათ პირადი ჰიგიენის, ჰიგიენური პირობების, ჰიგიენური განათლებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ინნა ხელაია და ლიზი ქაჯაია „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისეები არიან.
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებმა ჰიგიენის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: