გუდაურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
16-03-2022
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა.
პირველ კლასში ამ დღეს ღონისძიება მიეძღვნა. პატარა მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი სიმღერით, ლექსებითა და თავიანთი ხელით შექმნილი მისალოცი ბარათებით მიულოცეს.
მოსწავლეები ამ აქტივობაში დამრიგებელ შორენა კეკიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ამ ღონისძიებაში დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.