კარბის საჯარო სკოლაში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა
16-03-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
სკოლის დირექციისა და ხელოვნების პედაგოგის, ნათია თევდორაშვილის დახმარებით სკოლაში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მოსწავლეები სკოლის ეზოში შეიკრიბნენ და მეგობარ ქვეყანას კეთილი სურვილები თუ მხარდასაჭერი სიტყვები გაუგზავნეს.
„ჩვენი მხარდაჭერა, თანადგომა და თანაგრძნობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის