„ვეცადეთ, უკრაინელი თანატოლების მიმართ თანადგომა გამოგვეხატა“- ქვეშის საჯარო სკოლის სოლიდარობა მეგობარ ქვეყანას
16-03-2022
ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

სასკოლო საზოგადოებამ ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად და სოლიდარობის ნიშნად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვა.

„ჩვენ გვახსოვს რუსეთის აგრესია, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ომის შიში და გაჭირვება, კარგად ვიცით დახმარების ფასი. ვეცადეთ, გამოგვეხატა თანადგომა უკრაინელი თანატოლების მიმართ. მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ ოჯახებს. მშვიდობა უკრაინას! მშვიდობა საქართველოს!“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203