აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
16-03-2022
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში დედის დღე და გაზაფხულის შემობრძანება აღინიშნა.
სკოლის მეორე-მეოთხე კლასის მოსწავლეები აქტივობაში „გაზაფხული ვიზეიმოთ დედა“ მონაწილეობდნენ. მათ მინი სპექტაკლი და მუსიკალური ნომერები წარმოადგინეს, ლექსები წაიკითხეს და მასში აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალურად წერია, ვინ რა წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების გამართვაში.
„ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდა მუსიკის მასწავლებელ - ზურაბ კვერნაძის მიერ, ღონისძიების ინგლისური ნაწილი - ინგლისური ენის მასწავლებელი და ამავე კლასების დამრიგებელი ირმა კილასონია, სპექტაკლი და სხვა- მასწავლებელი ქეთევან ტოჩილაშვილი, დეკორაცია-ხელოვნების მასწავლებელი - თამთა ნათიძე“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის