ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკში ხულოს მუნიციპალიტეტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
16-03-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ტურნირებსა თუ სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.

25 -28 თებერვლის ჩათვლით, ხულოს მუნიციპალიტეტში, გოგონათა და ვაჟთა შორის, შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში: 8, 10, 12,14, 16 და 18 წლის მოსწავლეებისთვის ჭადრაკში პირველობა ჩატარდა.

აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში, გოგონათა და ვაჟთა შორის პირველი ადგილები ჩაოს საჯარო სკოლის შემდეგმა მოსწავლეებმა დაიკავეს:

  1. მაგდა ცეცხლაძე;
  2. ანრი სბულაძე;
  3. გიორგი აბულაძე;
  4. ლენა ცეცხლაძე.
ხოლო, მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ:

  1. ანრი აბულაძე;
  2. ოთიკო აბულაძე.
მესამე ადგილი კი დაიკავეს:

  1. მაკა ცეცხლაძე;
  2. ლენა ცეცხლაძე;
  3. გიორგი აბულაძე.
პირველ ადგილზე გასული ოთხივე მოსწავლე აჭარის პირველობაზე იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ჩაოს საჯარო სკოლის დირექტორმა, იოსებ აბულაძემ ჭადრაკის პედაგოგს, თამაზ ცეცხლაძეს და სპორტის პედაგოგს, გენად ცეცხლაძეს მადლობა გადაუხადა.

„წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203