სამთავისის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა თხილავა სამსახიობო ოსტატობას წარმატებით ეუფლება
16-03-2022
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ლუკა თხილავა სამსახიობო ოსტატობას ეუფლება. 

ის კვირაში რამდენიმე დღე თბილისში დადის. აღსანიშნავია, რომ ლუკამ თავისუფალ თეატრსა და თეატრი ათონელზე ორ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა.

მისი სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ პროფესისს უკავშირდება. ლუკა თეატრალურ უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას. აღსანიშნავია, რომ ის სკოლაში გამართულ ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობს და როგორც თავად ამბობს, მსახიობობაზე რომ ოცნებობს ეს გარკვეულწილად სკოლის ქართული ენის მასწავლებლის დამსახურებაცაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203