ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
16-03-2022
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად სკოლის მოსწავლეები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩატარებულ, 2022 წლის მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ, რომლის ფარგლებშიც სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ჟახუნდერის საჯარო ​სკოლა თითოეულ მოსწავლეს ულოცავს ამ წარმატებას და კვლავ, მრავალ მიღწევას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203