სხეფის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
16-03-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლას სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
მოსწავლეები და პედაგოგები სწავლას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ, კომფორტულ შენობაში განაგრძობენ, რაც სწავლებისადმი მოტივაციას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.
ასევე აღსანიშნავია, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ შუახევის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.