ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლე გაბრიელ ლომთათიძემ უკრაინას სოლიდარობის ნიშნად ნახატი მიუძღვნა
16-03-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლემ, გაბრიელ ლომთათიძემ უკრაინას მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად ნახატი მიუძღვნა.

მოსწავლის ემოციებით აღსავსე ნახატი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სრულად ასახავს. მოსწავლის მიერ შესრულებული აქტივობის შესახებ პედაგოგი მანანა ბარამიძე სპეციალურ წერილს ავრცელებს.

„უკრაინის მოვლენებს გამოვეხმაურეთ მე და ჩემი ერთი მოსწავლე. მან თვისი გულწრფელობით და დიდი სიყვარულით შეასრულა ეს ნახატი და წერილიც დაწერა - „დაე, მშვიდობა სუფევდეს მთელ დედამიწაზე, ბავშვებს უღრუბლო ცა დაჰყურებდეს და მშობლის ალერსით ეღვიძებოდეს! მშვიდობა იწყება ჩემგან, შენგან და ყველასგან!“ გამარჯვება სიკეთეს! არა ომს! გამარჯვება უკრაინას!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203