ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
16-03-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

მათ შორის მე-3 კლასის მოსწავლეები, ბუნებისმეტყველებაში, კომპლექსური დავალების აქტივობებს ხალისითა და ინტერესით ასრულებენ.

ამჯერად მოსწავლეთა შესრულებული დავალების თემა იყო - ყვავილოვანი მცენარეები. მოსწავლეებმა დავალების ყველა ეტაპს წარმატებით გაართვეს თავი. დასკვნით ეტაპზე კი მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, სადაც წარმოადგინეს მცენარის ყველა ორგანო, მათი ფუნქცია/დანიშნულება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203