წყალტუბოს N1 სკოლაში I-VI კლასების ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლებ​თან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
16-03-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლებისთვის ქოუჩინგის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრა USAID-ის პროგრამის ფარგლებში I-VI კლასების ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლებთან გაიმართა. შეხვედრის თემა სასწავლო გარემო იყო. 

მასწავლებლებმა თავიანთი გაკვეთილის სასწავლო გარემოს შესაბამისი ბორბალი დახაზეს, რის შედეგადაც თითოეული მათგანის ძლიერი და სუსტი მხარეები გამოვლინდა. ამასთანავე პედაგოგებს დავალებაც მისცეს. 

„თითოეულმა მასწავლებელმა თავისი სუსტი სექტორის გათვალისწინებით, უნდა დაგეგმოს და განახორციელოს რაიმე აქტივობა, რომლის შედეგიანობაზე ორი კვირის შემდეგ წარმოადგენენ რეფლექსიას მომდევნო ქოუჩინგის სხდომაზე.
კოლეგებთან თანამშრომლობითი სწავლება არის წარმატებული სკოლის მოდელის ერთ-ერთი მახასიათებელი თვისება. საინტერესო შეხვედრის დროს დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობები და მათი განხორციელება გამოიღებს დადებით შედეგს“,-
აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეხვედრამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მას ქოუჩები მანანა წულაია და იამზე წულუკიძე უძღვებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203