დაბა შუახევის საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა.
შუახევის რესურსცენტრმა და საჯარო სკოლებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს უკრაინას. აქციის მონაწილეებმა შეიძინეს სამედიცინო და პირველადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენური საშუალებები და სურსათი და უკრაინაში გასაგზავნად მოუყარეს თავი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გმობენ ომს და უკრაინელ მოქალაქეებს თანადგომას უცხადებენ.
იხილეთ ფოტოები: