ქვედა საქარის საჯარო სკოლაში π-ის დღე აღინიშნა
16-03-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრების გახალისება და გამრავალფეროვნებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ამჯერად მათემატიკის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლაში π-ის დღე აღინიშნა. ეს დღე მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს, მათ შორის მათემატიკის მათემატიკის სახალისო ამოცანები შეასრულეს და π-ს სიმბოლოებით მორთეს საკლასო ოთახი. 

π-ის დღე მსოფლიოში აღიარებული მათემატიკური დღესასწაულია. პირველად ეს დღე 1987 წელს სან-ფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203