გორას საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
15-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლაში დედის დღესა და გაზაფხულის შემობრძანებას ღონისძიება მიეძღვნა.
სკოლა სადღესასწაულოდ გაფორმდა, მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და 3 მარტი ყველა დედას მიულოცეს. ღონისძიებაზე ხატვის კონკურსიც გაიმართა, რომლის თემატიკაც გაზაფხული იყო. გამოვლინდა გამარჯვებული ნახატიც.
მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი სიყვარულით, მონდომებითა და ხალისით ჩერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.