საჯანმრთელო პარაკლისზე საგალობლები ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა შეასრულეს 
15-03-2022
ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ტრადიციისამებრ ჩატარდა საჯანმრთელო პარაკლისი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმსარულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლე ხაჩიძემ მოგვაწოდა. 

„დღეს 2022 წლის 15 მარტს მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა -კურთხევით, ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ტრადიციისამებრ ჩატარდა საჯანმრთელო პარაკლისი. 

პარაკლისის აღსარულებაში ჩართულნი იყვნენ გიმნზაიის მოსწავლეები, რომლებიც საგალობლებს ასრულებდნენ. როგორც მოგეხსენაბთ, გიმნაზიაში მგალობელთა გუნდი გვყავს, რომლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას საეკლესიო ღვთისმსახურებაში“, - აღნიშნა ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმსარულებელმა დირექტორმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203