სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სტუდენტთა თხოვნით, სამედიცინო აკადემიის პროფესორი, ასტროლოგი და ჟურნალისტი მიხეილ ცაგარელი ეწვია.
შეხვედრა ორ საათ-ნახევარს გაგრძელდა და ცნობილმა ასტროლოგმა აუდიტორიის მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.
სტუდენტების ინტერესს ზოდიაქოს ნიშნები, მათი თანხვედრა, ეზოთერიკა, პლანეტარული განლაგება და მათი ადამიანებზე ზეგავლენა წარმოადგენდა.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა მიხეილ ცაგარელთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.