კვალითის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მინი კომპანია ფერად, ხელნაკეთ ჩარჩოებს აწარმოებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუდამ საინტერესო აქტივობებით გამოირჩევიან.
სკოლის მოსწავლეებმა მინი კომპანია - „COLOURFUL HANDS“ შექმნეს, რომლის ფარგლებში ნიჭიერი ბავშვები ფერად, ხელნაკეთ ჩარჩოებს ამზადებენ.
აღსანიშნავია, რომ 26 მარტს თბილისში მოსწავლეების შექმნილი ნივთების გაყიდვაც იგეგმება.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: