გორდის საჯარო სკოლის თეატრალური დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით - „სული ობლისა“ წარდგა
ხონის მუნიციპალიტეტი სოფელ გორდის საჯარო სკოლის თეატრალური დასი „მაკ ჯორჯიას“ თეატრალურ პროგრამაში აქტიურად არის ჩართული.
გორდის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა ამჯერად, სპექტაკლი - „სული ობლისა“ გამართა, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ ჯანგავაძე გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის თეატრალური დასის წევრებმა სპექტაკლის განმავლობაში უდიდესი სამსახიობო და თეატრალური ნიჭი გამოავლინეს.
იხილეთ ვიდეომასალა: