„სამყაროს სიყვარული გადაარჩენს“ - ხუნევის საჯარო სკოლა უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა
15-03-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლა უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა. 

ხარაგაულის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა და რესურსცენტრმა უკრაინის მხარდასაჭერად 1000 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტი, უამრავი ტანსაცმელი და 4000 ლარი შეაგროვეს. 

აქციაში მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები. 

„სამყაროს ომი და სიძულვილი კი არა, სიყვარული გადაარჩენს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203