
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროება აქტიურად მიმდინარეობს.
აქციაში ჩართულნი არიან საჯარო მოხელეები, სკოლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ, მათ შორის, საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელებს, ჰიგიენურ ნივთებს და სხვა.