„ფრთაგაშლილი საქართველო შემინახე, ჩემი წილი გაზაფხული შემინახე...“ - იმედიანი განწყობა და პატრიოტული მოტივები წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში
15-03-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა, პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად მუდმივად ზრუნავს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება; თუმცა იმავდროულად, ცდილობენ, ბავშვები კულტურული მიმართულებითაც განვითარდნენ. ამას ადასტურებს ერთი ფაქტიც - მე-4 საჯარო სკოლის ბაზაზე შექიმნა საესტრადო, სამეჯლისო, თეატრალური სტუდია - Best voise, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი ირმა კუბლაშვილი, კონცერტმაისტერი კი გახლავთ ქალბატონი ინგა ხვადაგიანი.
ისინი საოცარი პასუხისმგებლობით მუშაობენ და ვიდეო, რომელსაც ახლა გთავაზობთ, პედაგოგებისა და მოსწავლეების საქმისადმი თავდადების კიდევ ერთი მაგალითია.
„ჩვენი პატარა ვაჟკაცები: გიორგი კიკალიშვილი (1 კლასის მოსწავლე), გიორგი სურმავა და ნოდარ ვარდანიძე (2 კლასის მოსწავლე), ისეთი მონდომებით მღეროდნენ, გული ამიჩქარდა და სასწრაფოდ გადავიღეთ, რომ ეს პოზიტიური, სამომავლო იმედებით სავსე განწყობა და ემოცია თქვენთვისაც გადმოგვეცა.
მართლაც ვერ ვეძახით ამ გაზაფხულს მზიანს, რადგანაც უკრაინელი დედების, ბავშვებისა და ყველა პატრიოტისთვის იგი დღეს სამწუხაროდ არ ანათებს. მათი წილი გაზაფხული, მზიანი დღეები აუცილებლად დადგება, რადგან აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, უკრაინიდან დევნილების გული, დაბრუნების იმედით ფეთქავს.
„ფრთაგაშლილი საქართველო შემინახე, ჩემი წილი გაზაფხული შემინახე...“ - აღნიშნულია წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის