ინჩხურის საჯარო სკოლა უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს - ჰუმანიტარულ აქციაში სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო
15-03-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებელ საქველმოქმედო აქციას შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული წევრის ერთობლივი ძალისხმევით 1300 ლარი და ტანსაცმელი შეგროვდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს.

საქველმოქმედო აქციაში ჩართულები არიან, როგორც საჯარო მოხელეები, ასევე სკოლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარულ დახმარებას: საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ ნივთებს და სხვ. აგროვებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203