„მინდა, სანუგეშოდ გითხრათ, არ დანებდეთ!“- საჩხერის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელების წერილები უკრაინელ თანატოლებს
15-03-2022

აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინას და მათ თანატოლებს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა თანადგომის ნიშნად, უკრაინელ თანატოლებს ემოციური წერილები მისწერეს.

პატარების მიერ დაწერილ თითოეულ წერილში იგრძნობა, თუ როგორ გულშემატკივრობენ მოძმე ქვეყანას. „მინდა სანუგეშოდ გითხრათ არ დანებდეთ, იბრძოლეთ და მუდამ გჯეროდეთ, რომ ბოროტება ვერასოდეს გაიმარჯვებს სიკეთეზე“ - დიახ, ეს სიტყვები მესამეკლასელს ეკუთვნის და ნათლად ჩანს მიუხედავად მათი პატარა ასაკისა, მესამეკლასელებს ნათლად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და თანატოლებს საქართველოდან კეთილ სურვილებსა თუ გამამხნევებელ სიტყვებს უგზავნიან.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა, არა ომს!“, სწორად ეს სლოგანი გასდევდა ფონად მესამეკლასელების მიერ დაწერილს წერილებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203