დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს
15-03-2022
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ ლამაზ თარიღებს მუდამ საინტერესოდ და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა დედებს გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული, 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს.

ბავშვებმა აქტივობების ფარგლებში დედებს ლექსები მიუძღვნეს და ასევე, ვიდეორგოლები გადაიღეს, რომლის საშუალებითაც უძვირფასეს ადამიანებს 3 მარტი მიულოცეს.

„გილოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს. 3 მარტი, დედის დღე, დედისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა, იხარეთ შვილების წარმატებებით. მიიღეთ თქვენი შვილების გულწრფელი სიყვარული“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაშია.

იხილეთ ვიდეომასალა:













 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203