თელავის N9 საჯარო სკოლა უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას აგრძელებს
15-03-2022
თელავის N9 საჯარო სკოლა უკრაინას და უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

თანადგომის ნიშნად სკოლა ჰუმანიტარულ აქციას კვლავ აქტიურად აგრძელებს და ამჯერად, მასწავლებლებმა უკრაინელებისთვის პირადი ჰიგიენის ნივთები შეიძინეს.

„უკრაინაში კვლავ გრძელდება შეტაკებები, კვლავ იღვრება სისხლი... გული გვტკივა, ჩვენც განვიცდით და ვფიქრობთ, როგორ შევუმსუბუქოთ ეს მძიმე პერიოდი ჩვენს მეგობრებს. სკოლა აგრძელებს ჰუმანიტარულ აქციას უკრაინელების დასახმარებლად. ამჯერად, პირადი ჰიგიენის ნივთები შევიძინეთ მასწავლებლებმა სპონტანურად აგროვილი თანხით... გამხნევებას, სულითა და ხორცით სიძლიერეს ვუსურვებთ უკრაინელ მეგობრებს, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ამ ძნელბედობის ჟამს. დიდება მეგობრობას! გამარჯვება და სიმშვიდე უკრაინას!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203