ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მედიაწიგნიერების კლუბის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გამართეს
15-03-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო შეხვედრები და აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში მეტად საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა საინტერესო პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულეს.
„თვით იკვლიე, თუ შეიძლება და გარემოება შეგწევს, მოსჩხრიკე, შეამოწმე, და თუ ავტორიტეტის აზრი გამართლდა, დაიჯერე მხოლოდ მაშინ, და ამ სახით შენს საკუთარ რწმენად გარდაჰქმენ სხვისაგან აღმოჩენილი და ნაკვლევი“ - ილიას ამ სიტყვებში ღრმად დარწმუნებულმა ნიგვზარელმა „მკვლევრებმა“, მედიაწიგნიერების კლუბის ფარგლებში, სკოლის კურსდამთავრებულისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“, წარმომადგენლის, ნათია ლაბაძის ჩართულობით შეხვედრა გამართეს. მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები ყალბი პროფილის იდენტიფიცირების საკითხებზე, ნახეს დეზინფორმაციასთან დაკავშირებული ვიდეორგოლები, ითამაშეს მედიაწიგნიერების ქვიზი პროგრამა Kahoot.it-ის გამოყენებით. შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ საჩუქრად მიღებული ლიტერატურაც - „ვებრძოლოთ ყალბ ინფორმაციას“. პროგრამა ხორციელდება „ჰელფინგ ჰენდის“ პროექტის, - „ციფრული ტექნოლოგიები სოციალური გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“. პროექტის მხარდამჭერია ორგანიზაცია WACC“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის