დოშაყეს საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერად ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო
15-03-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად და დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას შეუერთდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს.

აქციაში ჩართულნი არიან, როგორც საჯარო მოხელეები, ასევე სკოლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ჰუმანიტარულ დახმარებას: საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ ნივთებს და სხვ. აგროვებენ.

აღსანიშნავია, რომ დოშაყეს საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203