გურძემის საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას შეუერთდა
15-03-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას შეუერთდა.
საქველმოქმედო აქციაში, როგორც მოსწავლეები ასევე, პედაგოგები და მშობლები მონაწილეობდნენ. ერთობლივი ძალისხმევით მეგობარი ქვეყნის მოსახლეობისთვის შეგროვდა: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ასევე, ფულადი დახმარებით პროდუქტი შეიძინეს.
აღსანიშნავია, რომ გურძემის საჯარო სკოლა უკრაინას და უკრაინელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებს.