„გვინდა ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი უკრაინაში მცხოვრებ დედებს ვუსურვოთ მხნეობა“- მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 3 მარტს ღონისძიება მიუძღვნეს
15-03-2022

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის მოსვლა და დედის დღე მოკრძალებული ღონისძიებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა 3 მარტი დედებსა და მასწავლებლებს თემატური ლექსებით მიულოცეს. 

ღონისძიების მონაწილეები და დამსწრეები მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურნენ. 

ღონისძიებაზე სასკოლო საზოგადოებამ უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად დუმილით პატივი მიაგო ომში დაღუპულ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.

„გვინდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით უკრაინაში მცხოვრებ დედებს ვუსურვოთ მხნეობა, ჯანმრთელობა. ყოველთვის ეხაროს დედების გულს შვილების ბედნიერებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203